სახალისო მოხალისეობა
შემდგომში ერთი ახალგაზრდა გოგო გამოჩნდა, ჩიხუახუას ლეკვით, ერთი სურათი გადავუღეთ, შემდგომ ძაღლს ტანსაცმელი გამოუცვალა და მეორე სურათიც გადავუღეთ,
ამერიკა ჩემს ობიექტივში vol.1
- Duluth , Minnesota
- Lake Superior , Duluth , Minnesota
- Lake Superior
- Lake Superior
- Lake Superior, Minnesota
- Lake Superior, Wisconsin
- Duluth , Minnesota
- Chicago
- Chicago
- Minneapolis, Minnesota
- Chicago
- Chicago
- Chicago
- Chicago
- Chicago
- Chicago at Night, Illinois
- Chicago, Illinois
- Chicago, from Sears Tower
- Chicago, Illinois
- Framingo, Chicago, Illinois
- This is not a pipe, Chicago Institute of Arts
- Chicago, Illinois
- Minneapolis, Minnesota
- Minneapolis, Minnesota
- Minneapolis, Minnesota
- Minneapolis, Minnesota
- Minneapolis, Minnesota
- Daan and Mariam, Harvard
- John Harvard, Cambridge, Massachusetts
- Harvard, Massachusetts
- Head of the Charles, Cambridge, Massachusetts
- Dining Hall, Harvard
- Boston, Massachusetts
- In memory of the soldiers in Iraq and Afghanistan, Boston
- Cambridge, Massachusetts
- Michigan avenue, Chicago
ალფადან ომეგამდე
დილით ჩაის დასალევად ჩასულს ერთი ნაცნობი ბიჭი შემეფეთა, ცდილობდა დავეყოლიებინე რომ ბოტასები მეყიდა, მეც ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფნა ვკითხე რატომ ყიდდა ფეხსაცმელებს, აღმოჩნდა რომ ეს ერთ–ერთი დავალება იყო მის „საძმო“–ში გასაწევრიანებლად..
ფრათერნითი და სოროდითი ჯგუფები ამერიკის უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. ფრატერნითი საზოგადოებები ამერიკის თითქმის ყველა კოლეჯსა და უნივერსიტეტში მოიპოვება, და სხვადასხვა პროფილი აქვთ. კლუბები ძირითადად უნივერსიტეტის კამპუსზეა განთავსებული, ზოგს „ღია მიღების“ წესი აქვს, ზოგს კიდევ საიდუმლო პირობები; თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომელიმე მათგანს შეურთდეთ ამისთვისთვის შეიძლება საჭირო იყოს თქვენი GPA 2.5 ცდებოდეს ან შეიძლება მოგიწიოთ ერთი კვირა ფეხსაცმლის გარეშე სიარული, და კიდევ მრავალი საოცრება; ალბათ უმეტესობას გახსოვთ ფილმი „სოციალური ქსელი“, როდესაც ერთ–ერთი მთავარი გმირი ქათმით დადით, მსგავსი ტიპის დავალებები ფრათერნითი კლუბებისთვის დამახასიათებელია; ზოგიერთი კლუბი უფრო მეტად აკადემიურ ხასიათს ატარებს, ხელს უწყობს სტუდენტებს დებატების უნარ–ჩვევების განვითარებაში.
საზოგადოებებს გააჩნიათ თავიანთი ემბლება, სხვადასხვა რიტუალები. ხოლო ბერძნული ანბანის ასოების დასახელებები მათი სლოგანების შიფრს წარმოადგენენ ხშირ შემთხვევაში; მაგალითისთვის ერთ–ერთი ძველი საძმოს სახელი Phi Betta Kappa- იშიფრება როგორც “Philosophy is guide of life”. წევრებს აკავშირებს სხვადასხვა შიდა კულტურული სიმბოლოები, მისალმებები, თუ კოდები; ბევრს უნივერსიტეტში, მათ შორის როგორიცაა ჰარვარდი, კლუბები ემსახურებოდნენ „ელიტურობის“ შენარჩუნების იდეას. მდიდარი ოჯახის შვილები ცდილობდნენ ჩაკეტილი საზოგადობებით ხაზი გაესვათ მათი წარჩინებულობისთვის.
დამიჯერეთ თუ გოგო ხართ და fraternity–ის შეხვედრაზე ყველანაირი წინაპირობის გარეშე მიიღეთ მოსაწვევი გამოდის, რომ იქ მხოლოდ ერთი მიზნით მიგიწვიეს.. ჩვენ ჰელოვინის ფართის ძებნაში გართულები ერთხელ რამდენიმე მეგობართან ერთად აღმოვჩნდით სენ კლაუდის გარეუბაში არც თუ ისე „დალაგებულ“ სახლში. სახლი ვითომ საიდუმლო შტაბს წარმოადგენდა, თუმცა კი მის ფანჯრებზე მიკრული „დელტა“ ნიშნები შეუმჩნეველი ორი წლის ბავშვსაც არ დარჩებოდა. დელტა საზოგადოებაში შესვლისას ველოდი სოლიდური გარეგნობის ახალგაზრდებს, როდესაც ტელეღიპუცების და ფლეიბოის კოსტუმებში გამოწყობილი სტუდენტები შემეგებენი; რომელთაც თითქოს ერთხმად აღმოხდათ: ოოჰ, girls; ჩემმა ორივე მეგობარმა შესვლისთანავე უკან გაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ჩემი დაჟინებული თხოვნით ცოტახანი გაჩერდენ. თუ ხართ გოგო და მითუმეტეს არა ამერიკელი თქვენ გარშემო ტელეღიპუცების წრე იკვრება. სახლში დიდი საგვარეულო ხეები გახლდათ კედლებზე დაკიდებული, საიდანაც მომცქირალი „ოფიციალური“ საახეები ნაკლებად თუ შეესაბამებოდენ კლუბის რეალობას. სიტუაციამ გამახსენდა ვაჟას რომელიღაც ბოლოში, რომელიღაც ახალი წლის დღეებში რომ აღმოვჩნდი, სადაც ძირითად გასართობი „ბოყინში შეჯიბრი“ იყო… სწორედ ამიტომ სწრაფად გამოვუხურეთ კარი დელტას ტელეღიპუცებს;
American Gothic
I decided to write this post on the train from Minneapolis to St. Cloud. While looking at the accurate and geometrically precise shapes of the farms, cornfields and American
houses, I was reminded of the painting by the famous American artist Grant Wood, “American Gothic”. We can consider the paining as one the masterpieces of American art. The father of the family and his daughter are standing with a pitchfork against a background of a gothic style window. Their expression is rigorous and weak-willed. The first time I saw the picture I was in high school, while taking a class on Art History; the composition reminded me of childhood during the fall break time in Georgian mountains – being punished by my parent with the obligation of helping my neighbors while the harvest period.
America for many people starts from the Central Park and ends at the Walk of Fame; sometimes Georgians consider the U.S. as either a depraved castle or factory making dreams come true. But while being on the railway towards St. Cloud you realize that the Midwest type of the life and culture of rural areas are exactly as portrayed by Grant Wood.
Wood has painted American Gothic in 1930, when he noticed the house with the gothic style windows in Iowa, where he was born. “The kind of people I fancied should live in that house.”- he replied. Later on Grant Wood denied the idea that the picture was the satire of Midwestern idea of life. But to my mind the painting is showing the stereotypical customs of the Midwest culture – painting is the mixture of the traditional values, an apparent “Scandinavian” cold look and hard work.
What does Midwest look like? From the Minnesotan experience I can provide some characteristics and principles of the culture; first would be religion – you can see many families going to the Sunday morning service, various churches are involved in civil work; churches are also way for socializing and making friends. The next is family - I know few here in Minnesota who aren’t complaining about being “far” from their families, “far” meaning 1 hour drive from St. Cloud; Family comes first, then it is followed by the work, friends, university, etc.; and the last are the corn fields and farms that everybody will notice on the way to the city, though the university gives more life to surrounding, makes it more dynamic and modern. Also I should admit that Minnesota residents do smile a lot and are not that much strict looking as Wood has viewed.
Wood’s painting had a lot of resonance; many people created their own versions of it; including the photo of Gordon Parks, where Emma Watson, a cleaning lady for the FSA in Washington DC, was photographed with cleaner and broom in American Gothic manner. Parks’ picture was directed against racial discrimination and shows the gothic of the District of Columbia. 
Wood has created a new destination for tourists; many people take a picture with the pitchfork in front of his house. Grant Wood was influenced by his Paris life, and made a society of the Midwest painters opposing the dominant east coast style of the art.
In addition, many individuals produced creative parodies of the composition. On Michigan Avenue in Chicago, the city government dedicated a statue to the masterpiece; Art lovers could have seen the original picture in Chicago Institute of Arts and then check the “live” example at the street. But you could see all this before February of 2010. Today the conservative family has been replaced by Marilyn Monroe, shamelessly waving her dress on the family’s path.
“I had to go to France to appreciate Iowa.” – said Grant Wood once. To reply and summarize my post I will admit that I had to go to Minnesota to appreciate America”.
American Gothic
პოსტის დაწერა სენტ კლაუდისკენ მიმავალ მატარებელში გადავწყვიტე, ფანჯრიდან უამრავ ზუსტ გეომეტრიული ფორმებში მოჭრილ ფერმებს, ყანებს და ამერიკული სახლების შემყურეს გამახსენდა ცნობილი შუა დასავლეთელი(Midwest) მხატვრის გრანტ ვუდის, აწ უკვე კლასიკად ქცეული ნახატი „ამერიკული გოთიკა“,
მამა და შვილი, გოთიკური ფანჯრის ფონზე, ფიწალით ხელში და უცნაურად მკაცრი გამომეტყველებით. პირველად სურათი თბილისში ხელოვნების გაკვეთილზე წიგნის უაზრო ფურცვლისას შევნიშნე, და თვალწინ ჩემი იმერელი მეზობელები წარმომიდგენ, პატარაობაში შემოდგომის არდადეგებზე ზრდილობის გამო, რომ მივყვებოდი მოსავლის ასაღებად.
ამერიკა ბევრისთვის ცენტრალური პარკით იწყება და ვარსკვლავური ხეივნით მთავრდება, განსაკუთრებით ჩვენთან ხშირად აღიქმევა როგორ გარყვნილების ბუდე ან ოცნებების ქარხანა. თუმცა თუ სენტ კლაუდისკენ დაგებულ ლიანდაგებს მიუყვები, კარგად ხვდები თუ რამდენად ზუსტად აღწერს გრანტ ვუდის ნახატი ამერიკის მიდვესტურ ცხოვრებას და თუ როგორ სხვანაირია ამერიკული კულტურა პატარა დასახლებებში.
გრანტ ვუდმა ნახატი 1930 შექმნა, მას შემდეგ რაც შემთხვევით თვალი მოკრა გოთიკურ სარკმელს ელდონში, მის მშობლიოურ აიოვაში. „წარმოვიდგინე, რომ ასეთი ბინადრები უნდა ყოლოდა ამ სახლს“ – თქვა ვუდმა, რომელმაც იდეა, რომ ეს ნახატი მიდვესტური ურბანული ცხოვრების სარჟს წარმოადგენდა უარყო. თუმცა ტილო ზუსტად, რომ მიდვესტური კულტურის სტერეოტიპული გამოხატვაა – ტრადიციული და მკაცრი ღირებულებების, გარეგანი „სკანდინავიური“ სიცივის და შრომატევადობის ნაზავს წარმოადგენს.
როგორიაა მიდვესტი? მინესოტის გადმოსახედიდან რამდენიმე ძირითადი შტრიხი შეიძება გამოვყოთ: 1. რელიგია – კვირა დილით ხშირად შეხვდებით მესაზე მიმავალ ოჯახს, სხვადასხვა მიმდინარეობის ტაძრები ხშირად აქტიურად იღებენ მონაწილეობას სამოქალაქო საქმიანობაში, ასევე წარმოადგენენ სოციალიზაციის კარგად საშუალებას მათი მიმდევრებისთვის. 2. ოჯახი – მინესოტაში ცოტა სტუდენტი თუ მეგულება ერთი საათით დაშორებული ოჯახების უკვე რამდენიმე დღით უნახაობაზე რომ არ წუწუნებდეს. ოჯახი პირველია, მერე მოდის
სამსახური, მეგობრები, უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. სიმინდის ყანები და ფერმები ალბათ პირველია რაც აქ ჩამოსულ ადამიანს მოხვდება თვალში, თუმცა კი უნივერსიტეტში ყოველივე ეს ნაკლებად იგრძნობა.
ვუდის ნახატს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა ადამიანმა შექმნა მისი თავისებური ვერსია, მათ შორისაა გორდონ პარკსის სურათი, სადაც ემა უატსონი, ვაშინგტონის ამერიკული ფერმების უსაფრთხოების სააგენტონს დამლაგებელი, ცოცხით და ჩვარით, ამერიკის დროშის ფონზეა ფოტოგრაფირებული. პარსკის სურათი მიმართული იყო რასობრივი დისკიმინაციის წინააღმდეგ და აჩვენებდა გოთიკის ვაშინგტონურ მხარეს.
ვუდმა შექმნა ახალი დანიშნულების ადგილი ტურისტებისთვის, ბევრი ადამიანი
იღებს სურათს ფიწალით ხელში სახლის ფონზე. გრანტ ვუდმა საკუთარი მონმარტული ახალგაზრდობის გავლენით, ჩამოაყალიბა მიდვესტელ ხელოვანთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეულწილად დაუპირისპირდენ გაბატონებულ აღმოსავლური სანაპიროს .გარდა პარკსის პაროდისაა ბევრი ინდივიდუალური კრეატიული კომპოზიცია შეიქმნა ნახატის მიხედვით.
ჩიკაგოში მას სკულპტურაც მიუძღვნეს მიჩიგანის ქუჩის დასაწყისში
, ხელოვნების მოყვარულებს შეეძლოთ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტიდან ორიგინალის ნახვის შემდგომ მისი „გაცოცხლებული“ ვარიანტიც ეხილათ, თუმცა ეს მხოლოდ 2010 წლის თებერვლამდე. დღეს აიოველი მამა–შვილის ადგილი, მერლინ მონროლს უკავია , რომელიც ურცხვად აფრიალებს კაბას მათ ნაკვალევზე.
„მე უნდა წავსულიყავი პარიზში რომ დამეფასებინა აიოვა.“– თქვა გრანტმა. მე კი, რომ ჩამოვართვა სიტყვა და ასე უნდა დავასრულო ეს პოსტი: „მე უნდა ჩამოვსულიყავი მინესოტაში, რომ მენახა ამერიკა“.
We The People Of The United States
The constitution is the guide which I will never abandon.
George Washington
1787 წლის მაისში, ფილადელფიაში, 60-მდე დელეგატი, ამერიკის 13 შტატიდან, ჩაება გაცხარებულ კამათში ახლადშექმნილი კავშირის მომავლის გადასაწყვეტად, თავიდან შეხვედრა მხოლოდ კონფედერაციის სტატიების შესწორებას ისახავდა მიზნად, მაგრამ აქტიური დებატების შემდგომ შეხვედრა ახალი კონსტიტუციის შემქნით დასრულდა. ზოგიერთისთვის, მათ შორის პატრიკ ჰენრისთვის, ყრილობას „მონარქიისკენ მიდრეკილი ვირთხის სუნი უდიოდა“, მეორენი მათ შორის ბოსტონის ჩაის სმის ლიდერი სემუელ ადამსი „ქრისტიანული სპარტის“ შექმნას ვარაუდება, სხვებს კი მკაცრად სჯეროდათ კონფედერააცის უპირატესობის.
კონსტიტუციის ყრილობის დამსწრეებს შორის იყვნენ ძლიერი ფედერალური ხელისუფლების მომხრე ფედერალსიტი ალექსანდრე ჰამილტონი, და მათი მოწინააღმდეგენი ჯეიმს მედისონი და თომას ჯეფერსონი, რომელიც ელჩად იყო წარგზავნილი და ვერ ესწრებოდა ყრილობას. შეხვედრაზე გახლდათ ათლეტური აღნაგობის რევოლუციის გმირი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც სხდომის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ბენჯამენ ფრანკლინი, უკვე კარგად მოხუცებული, კამათში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერეოდა თუ ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა აძლევდა ამის საშუალებას.
დამსწრეთა შორის ცოტა იყო ინტელექტუალი თუ წიგნის ჭია, უმეტესობა პრაქტიკოსი ადამიანები გახლდენ, რომლებსაც ჰქონდათ მყარი წარმოდგენა თუ როგორი სამთავრობო მოწყობა იყო საჭირო შეერთებული შტატებისთვის. სწორედ ამიტომ დავა რა წერტილში უნდა დაეშვათ მართობი ანარქიიდან ავტორიტარულ მთავრობას შორის დიდხანს გაგრძელდა. ჯეიმს მედისონმა საკონსტიტუციო შეხვედრამდე 1 წლით ადრე გადაიკითხა თომას ჯეფერსონის მიერ პარიზიდან გამოგზავნილი უამრავი წიგნი საბერძნეთის ქალაქ – სახელმწიფოებიდან დაწყებული შვეიცარიის და ნიდერლანდების პოლიტიკური მოწყობით დამთავრებული. კონსტიტუციის შემოქმედები საკუთარი იდეების წყაროდ ჯონ ლოკის მეორე ტრაქტატს მიიჩნევდნენ და გამოდიოდენ პრინციპიდან, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციაში იქნა ინკორპორირებული და მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი უფლება სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწაფვის.
სანამ მომავლის რწმენით გაჯერებული მამები პენსილვანიაში შეხვედრის ადგილის არჩევით იყვნენ დაკავებულნი, დასავლეთ მასაჩუსეტსში ვალებში ჩაფლული, მაღალი გადასახადებისგან შეწუხებული ყოფილი რევოლუციური არმიის ჯარისკაცები, ოფიცრის – დანიელ შეის მეთაურობით აჯანყდნენ. მასაჩუსეტსის მთავრობამ კონსტიტუციურ კონგრესს თხოვა ჯარების გაგზავნა, თუმცა ნახა რომ შველა არც თუ ისე რეალური იყო, საკუთარ მილიციას მიუბრუნდა, მდგომარეობა არც იქ იყო კარგად. ამის შემდგომ მოხალისეთა არმიის შეგროვება დაიწყო და დაშალა აჯანყებულნი. შეის ამბოხებამ გავლენა იქონია ფილადელფიის შეკრებაზე, საჭირო იყო უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ლაპარაკის მოყვარულ ბენჯამენ ფრანკლინს ყოველთვის თან ახლდნენ სხვა მონაწილენი იმისათვის, რომ მის მისწრაფებას ღვინისაკენ და ისტორიების მოთხრობისკენ არ მოყოლოდა დელიკატური საიდუმლოებების გამომჟღავნება. კონსტიტუციის მამები ცდილობდნენ, როგორმე მთავრობის როლი ისე განესაზღვრად, მომავალში ტირანია ან გაერთანების დაშლა აეცილებინათ თავიდან. ჯეიმს მედისონი თვლიდა წარმომადგენლობით დემოკრატიას ანუ რესპუბლიკას, როგორც ამერიკის ტიპის სახელმწიფოსათვის მმართველობის საუკეთესო ფორმას, იგი ფედერალისტ #10–ში წერდა: „ადამიანები რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, მაშინ მთავრობა არ იქნებდა საჭირო, თუკი ანგელოზები იქნებოდენ ქვეყნის სათავეში მაშინ მთავრობის არც გარეგანი, არც შინაგანი კონტროლი არ დაგვჭირდებოდა.“ იგი უშვებდა, რომ გაერთიანების სათავეში შესაძლო იყო ისეთი მმართველის მოსვლა, რომელიც ძალაუფლების გადაჭარბებისკენ იქნებოდა მიდრეკილი და ამიტომ ხედავდა ხელისუფლების ორი სახის გადანაწილების საჭიროებას: პირველი შტატებისა და ფედერალური მთავრობას და მეორე ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლების შტოებს შორის. ფედერალისტ #45–ში მედისონი მთავრობის როლს აღწერს, როგორც ‘მცირეს და განსაზღვრულს’.
კონსტიტუციის შექმნის გზაზე შემოქმედები ორი გეგმით მივიდენ, ერთი იყო ვირჯინიის გეგმა, ედმუნდ რანდოლფის ვირჯინიის გუბერნატორის მიერ მიწოდებული, რომელიც ბევრ სხვა საიტნერესო პუნქტთან ერთად შეიცავდა შემდგომ ორს: ნაციონალ საკანონმდებლო ხელისუფლებას ქონდა უფლება დაებლოკა შტატების ყველა კანონი და აქტი, რომელსაც ჩათვლიდა საწინააღმდეგოდ ფედერალურ კანონმდებლობასთან, მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ საკანონმდებლო სახლის პირდაპირი არჩევა ხალხის მიერ. ის იყო გადაწყდა ვირჯინიის გეგმის ძირითად განსახილველ საკითხად გადაქცევა, რომ ნიუ ჯერსის წარმომადგენელმა, ვილიამ პეტერსონმა დამსწრეებს გააცნო ნიუ ჯერსის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფედერაციის სტატიების ცვლილებას შემდეგი გზებით: ფედერალური მთავრობის ძალაუფლებას შედარებით ზრდიდა და უცვლელს ტოვებდა შტატების ერთ ხმას კონგრესში მიუხედავათ მათი მოსახლეობის რაოდენობისა. უკანასკნელმა პუნქტმა პატარა შტატების უმეტესობის გული მოიგო და მზად იყვნენ მასზე ხელის მოსაწერად. თუმცა განხილვამ მაინც დიდხანს გასტანა, ისე რომ ბენჯამენ ფრანკლინმა შეკრებილებს მოუწოდა ყოველი სხდომა ლოცვით დაეწყოთ. საბოლოოდ 5 ივლისს, ორშაბათს, მიღწეული იქნა დიდი კომპრომისი. დიდი კომპრომისის შედეგად წარმომადგენლობითი სახლი 65 წევრით განისაზღვრა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თითეულ შტატზე, ხოლო სენატში კი ორ სენატორი შევიდოდა ყველა შტატიდან, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ წარგზავნილი. დიდი კომპრომისი წარმოადგენდა ვირჯინიისა და ნიუ ჯერსის გეგმების ნაზავს და ასევე ხაზს უსვამდა ხელისუფლების ორმაგი დაყოფის იდეას. საბოლოოდ კონსტიტუცია 17 სექტემბერს გადაიქცა შტატების უმაღლეს კანონად.
1791 წელს ჯეიმს მედისონმა მოამზადა ცვლილებათა პაკეტი ე.წ. უფლებათა ბილი, რომელიც 10 შესწორებას შეიცავდა. ხშირად ჩნდება კითხვა თუ რატომ არ გაითვალისწინეს ეს კონსტიტუციაში თავიდანვე, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: (1) დამფუძნებლებს მიაჩნდათ ეს შტატების კომპეტენციად და არ სურდათ ამით დაეკარგათ ხელმომწერნი. (2)კონსტიტუცია ისედაც შეიცავდა უფლებების გარკვეულ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების დეკლარაცია ამაყად განაცხადებდა, ყველა ადამიანის თანასწორობას, აქ მხოლოდ ‘თეთრი’ ადამიანები იგულისხმებოდნენ, კონსტიტუციას დიდი დაღი ესვა მონობის სახით.
კონსტიტუცია ‘ამოწმებს, აბალანსებს’ და გვაძლებს საშუალებებს, რომელიც ხელს უშლის ძალის მხოლოდ საკანონმდებლო, სასამართლო ან აღმასურებელი ნაწილის ხელში კონცენტრირებას. კონსტიტუციის პირველი მუხლის, მერვე სექციაშია ჩამოწერილია ყველა ის გადაცემული ძალაუფლება რაც გააჩნია კონგრესს და რაც ხშირ შემთხვევაში არის დავის საგანი, სექცია მთავრდება სიტყვებით, რომ კონგრესი უფლებამოსილია მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ‘საჭირო და მიზანშეწონილი’ დელეგირებული ხელისუფლების აღსასრულებად, ეს ნაწილი ცნობილი ‘მიზანშეწონილი და საჭირო’ (proper and necessary clause) პუნქტის სახელით ხშირად გამხრადა კონგრესის მიერ მანიპულაციის საგანი, რათა საკუთარი ქმედებებისთვისს კანონიერი ფონი შეექმნა.
ძლიერი მთავრობისა და დევოლუციის პერიოდები, შეერთებული შტატების პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთავრობებთან ერთად იცვლებოდა. ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ წამოწყებული ‘New Deal’ შემდგომში რეიგანის ადმინისტრაციამ დააბალანსა. კონგრესს გააჩნია სხვადახვა სახის საშუალებები მათ შორის გრანტები, დახმარებები და მანდატები, რომლებითაც ახდენს შტატების პოლიტიკაში ხელების ფათურს, და რომელმაც კონგრესს მისცა საშუალება შეზღუდული მთავრობიდან ლევიათანამდე მისულიყვნენ. თუმცა ყველა შტატს შეუძია უარი განაცხადოს თანხაზე და მას არ მოუწევს ვალდებულებების აღება. ყოველ შტატს აქვს უფლება მაგალითისთვის დაწიოს სასმელის მიღების ასაკი, მაგრამ ეს მათ უამრავი მილიონს დააკარგვინებს. მოკლედ რომ ვთქვათ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.
ამ პოსტს დავამთავრებ კატოს ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ჯიბის კონტიტუციაზე ჩემი მინაწერით: კონსტიტუციის პირველი წინადადება ამბობს რომ ‘შეერთებული შტატების მოსახლეობა’ შემოქმედი და ინიციატორიზ~ა კონსტიტუციისა, ხალხი არის ხელისუფლების წყარო და მოვალეა გააკონტროლოს ის.
რუმმეითი
მაგარი გრძნობაა, როდესაც სასტუმროს/დორმის ნომრისაკენ მიათრევ ბარგს და თან კვდები ინტერესით ვინ იქნება ის ვისთანაც მოგიწევს მომავალი დღეების გატარება, თუმცა ის უფრო მაგარი გრძნობაა, როდესაც ოთახში არავინ გხვდება და შეგიძლია აირჩიო უკეთესი კუთხე და საწოლი.
რუმმეითი არის ის ცნება, რომელმაც შეიძლება გაგილამაზოს ან მოგიწამლოს ცხოვრება, სხვადასხვა პროგრამების სააპლიკაციო ფურცლებზე გამომჟღავნებული ლიბერალობა და განცხადება, რომ შენ შეგიძლია ყველასთან იპოვო საერთო ენა შეიძლება ერთ დღეს უკან დაგრჩეს.
– მოქმედება პირველი: სტოკჰოლმი – შორეული წარსული.
მეგონა რომ გამიმართლა, დიდი საწოლი ავარჩიე და პირველი მოგზაურობისაგან აღტაცებულმა დავიწყე ზედ ხტუნვა, შემდგომ გავწიე სხვა ქართველებისთვის თვალის შესავლებად, რამდენიმე საათით გავიხურე კარი, უკან მობრუნებულს იგივე ლოგინზე მეორე ადამიანი დამხვდა, აღმოჩნდა, რომ საწოლნახევრიანი ლოგინი შვედური წესებით ორ ადამიანზე იყო გათვლილი, მეც ავათვალიერე ჩემი პარტნიორი – საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, თუმცა კი საკუთარი ლოგინი მერჩივნა. რას ვიზამდით, ზოგიერთ ჩემს მეგობარს 15 გოგოსთან ერთად უწევდა ცხოვრება, გადავწყვიტე შევგუებოდი ბედს, ვუის ვაი ვარჩიე, და დავთანხმდი გამეზიარებინა საწოლი ესტერ კამერასთან, რომელიც გახლავთ წარმოშობით განიდან, იმ დროისთვის ნიდერლანდებში მცხოვრები.
ორი კვირის განმავლობაში, მე და ესტერს მშვენივრად გვეძინა ერთად, ერთ კომიტეტში გახლდით და დღე რუანდის გენოციდის, ღამე კი საბნის გარშემო ვდაობდით. ესტერის გარდა ჩვენს ოთახში კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა ერთი იტალიელი – მარტინა და მეორე პორტუგალიელი. ერთ დღეს სასტუმროს გამაფრთხილებელი სახანძრო სიგნალი ჩაირთო, მე, პორტუგალიელმა და იტალიელმა ერთმანეთს გადავხედეთ, ვიცოდით რა რომ სავარაუდოდ გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ბოლი გახლდათ ლოგინში დარჩენა ვარჩიეთ კარლავაგენზე გათოშვას, ესტერი კი პიჟამომოგლეჯილი გავარდა გარეთ. პიჟამოს დავაბრალოთ თუ ხანძარს სწორედ იქ შეხვდა ბრედს პირველად, და იქ დაიწყო ჩემი ტანჯვა. ყოველ საღამო ვისმენდი ისტორიებს თუ როდის როგორ შემოხედა ბრედმა, ვუმტკიცებდი რომ ბრედი არ იყო გეი და ყოველივე ეს ხდებოდა ინგლისურ ენაზე. დღეს ესტერი ისევ ბრედს უყურებს ოღონდ უკვე ქორწინების უღელში გამობმულს, სამწუხაროდ სტოკჰოლმის მერე მისგან ფეისბუქის სტატუს აფდეითების მეტი არაფერი გამიგია.. ესტერმა წაიღო ჩემი გულის ნაწილი,ხოლო იტალიელმა ორი საღამოს კაბა „შემთხვევით“ გააყოლა ხელს.
– მოქმედება მეორე: ვენა, ავსტრია – არც თუ შორეული წარსული
შტეფანი ლეგენდარული პიროვნებაა,რომელსაც ყველა ჩემი მეგობარი იცნობს.
ცენტრიდან არც თუ ისე მოშორებით, მის სახლში მისვლისთანავე გავავსე ვაზა ჩურჩხელით და ტყლაპით, თუმცა კი უკან დაბრუნებამდე ისევ მე თვითონ მოვუღე ბოლო. შტეფანი მეოთახეთა ათეულიდან საუკეთესო სამეულში შეიძლება მოვათავსოთ მისი ქართული გამოცდილებით გაჯერებული ავსტრიული მასპინძლობის გამო, დილაობით ოთახთან მხვდებოდა დღის გეგმა და ჩაი, საინტერესო ის იყო რომ გეგმას ყოველთვის ქონდა მიწერილი პლან B, ჩემი დაგვიანების შემთხვევაში რომ უნდა მიგვემართა. შტეფანი საქართველოს ასე თუ ისე იცნობს, ბოლოს საირმეში მოუწია წასვლა, ჩემი შეკითხვის შემდგომ თუ როგორ მოეწონა იქურობა, მოკლე და გერმანული პასუხი მივიღე – mosquitoes. ხოლო მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ ჩემი მშობლები იქ იყვნენ თაფლობის თვის გასატარებლად – გაკვირვებული მზერა.
– მოქმედება მესამე – პრაღა, ჩეხეთი – ახლო წარსული
აეროპორტში ჩემი ჩეხი მეგობარი დამხვდა, რომელმაც სიხარულით მიმაცილა ძევიჩკაზე განთავსებულ მასარიკოვას კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, სადაც კარგად იგრძნობოდა ამ ქვეყნის კომუნისტური გამოცდილება, ავღნიშნე რა ეს ფაქტი მარტინმა შელახულთავმოყვარეობაგარეულად გამომხედა და პატრიოტთა ბანაკი გამახსენა, 2009 წლის ზაფხულში, რომ მოგვიწია ცხოვრება, მეც რა დამრჩენოდა, გავჩუმდი. ამჯერად სტელასთან ვიყოფდი ‘ნაჭუჭს’(პირდაპირი გაგებით), რომელიც სომხეთიდან იყო და ცოტა ქართულიც იცოდა. მე და სტელაჯანმა (მოწონდა ასე რომ მივმართავდი) კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ერთი რაც ვერ გავიგე ოჯახთან მაღალ ხმაზე (უფრო ყვირილით) საუბარი იყო, რაც ჩემთვის დარჩება ამოუხსნელ ფენომენად, რომელიც მიფთხობდა ზაფხულის ღამის სიზმრებს. ერთ ღამეს ხრიალმა გამაღვიძა, ჯერ მეგონა ცუდ სიზმარს ხედავდა თუმცა რაც ხრიალს უმატა შუქი ავანთე, ფერი არ ედო, ყვირილი მოვრთე და შევყარე სამეზობლო, საბედნიეროდ რამდენიმე წამლის შემდგომ სტელა ფერზე მოვიდა და მასთან ერთად მეც დამიბრუნდა შავიზღვისპირის რუჯი.
– მოქმედება მეოთხე –ამერიკა.
და თუ ვიქნები გულრწფელი სწორედ დღევანდელმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა, ამერიკაში ჩამოსულს პროგრამით ამერიკელი მეოათახე რომ მეკუთნოდა წინასწარ ვიცოდი, ველოდებოდი მის ჩამოსვლას. კატი მინესოტიდანაა, ჩამოვიდა თუ არა მაშინვე მოაწყო ოთახი ამერიკულ ყაიდაზე, სახლიდან ჩამოტანილი მთელი ელექტროტექნიკა საკუთარ ნახევარზე, რომ ვერ დაატია მთხოვა საწოლის შეტრიალება, მეც შევატრიალე და ახლა მაცივრის გვერდით მძინავს. თუ აქამდე მართლა მჯეროდა, რომ სამოტივაციო წერილებში ჩაწერილი ფრაზების რუმმეითებთან კულტურული გაცვლის უნიკალურ შესაძლებლობაზე, დღეს ამაში ეჭვი მეპარება. ჩვენი კულტურული გაცვლის საფუძველი ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ, გარდა 2იქს + 3 იქსი განტოლებების ამოხსნაში ჩემი გაწეული სამსახურისა. სამწუხაროდ მე კირსტენის საყვარელი რეალითი შოუები – იმის შესახებ თუ საქორწინოთ როგორი კაბას არჩევენ არ მიტაცებს, თუმცა მაინც მიწევს ყურება, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ამერიკული სლენგს შეიძლება მივაჩვიო ყური. კირსტენის პირში ცერა თითით ძილის ხმამ სტელას ხმამაღალი საუბრები მომანატრა. ამ პოსტის წერისასა ოთახში საშილელი ბოლი დგას, ტოსტერის მიერ დაყენებული და წერას ხანდახან კირსტენის ბოყინი და იქსქიუზმი მაწყვეტინებს. თუმცა მე ჩემში ყველა იმ შემწყნარებელ ხმებს და ლიბერალურ გრძნობებს მოვუხმობ და თავს ვაჯერებ, რომ ეს ჩემი ამერიკული გამოცდილების ნაწილია, რომელიც მაისამდე გამყვება.





































