Home
ჩემი პირველი პოსტი გადავწყვიტე მივუძღვნა იმ თემას რაც ამერიკაში ჩამოსვლის შემდგომ დიდი ხანია მაწუხებს. ესაა ჩემი ახალი ადგილსამყოფელის ანუ Saint Cloud State University-ის და ჩემი ქართული ალმა მატერის  Tbilisi State University-ის  შედარებითი დახასიათება, თუმცა თავშივე უნდა დავძინო, რომ ამ ორ უნივერსიტეტს მხოლოდ სიტყვა  სახელმწიფო   თუ აქვს საერთო, აი განსხვავები კი მრავლადაა.
სენ კლაუდი  პატარა ქალაქია მინესოტის შტატში, საბედნიედოდ მინეაპოლისთან ახლოს, რომელშიც მომავალი წლის  გატარება ბედმა თუ IREX-მა მარგუნა,  65 000 მოსახლიდან 30 000 სტუდენტია, ხოლო დანარჩენი 35 000 ამ სტუდენტებს გამოყოლილი მშობლები.  დიდი ამერიკული ქალაქების შემდგომ აქაურობა ძველ  ამერიკული ფილმების  ტიპიურ გარეუბნებს მოგაგონებთ სადაც არცერთი შენობა არ ცდება 2 სართულს, ცა კი უფრო მაღალი გეჩვენებათ გარშემო არ არსებული მაღლობების გამო..
ამერიკული ცხოვრების გაცნობა  ჩემი დორმის ოთახის კარიდან დაიწყო, რომელიც არც თუ ისე ‘ამერიკულია’ და  სიძველის სუნი დაჰკრავს. დორმის, ან თუ გნებავთ, როგორც აქ მოიხსენიებენ, ჰოლის სახელი  Hill-ია ,  ჩვენც UGRAD–ის დაჩაგრულმა სტუდენტებმა არ დავაყოვნეთ და მყისიერად დავარქვით  Hill Hall-ს  – Hell Hall-ი..თუმცა დროთა განმავლობაში პირველი  შთაბეჭდილება გაქრა და  ახლა ჰელჰოლიც დაემსგავსა მშობილიურ კერას.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი საშუალო დონისაა ამერიკულ სტარდარტებთან შედარებით, (რაც ზოგადა ამერიკის სახელმწიფო უნივერსიტეტების სენია)  მე მაინც ამაზე უკეთესი ჯერ–ჯერობით ვერ წარმომიდგენია.. ის კი არა  აქაურობის შემყურე ვრწმუნები, რომ არცერთი ქართული უნივერსიტეტი არაა აკრედიტაციის ღირსი.
თუკი თსუ–ში მისვლას  ვანდომებდი 45 წუთს უკეთეს შემთხვევაში, აქედან 15 წუთი მიწევდა  გაჭედილ ავტობუსში დგომა უკეთეს შემთხვევაშო ორფეხზე, ახლა უკვე  5 წუთში „გადავდივარ“ ლექციაზე,თუმცა კი მაინც ვაგვიანებ  ამ გამოუსწორებელი სენის გამო რომელსაც არაპუნქტუალობა ჰქვია.  შეიძლება მითხართ ეგ სენ კლაუდია  და შენ კიდე დედაქალაქში ხარო,  ამის მაგალითად გადახედედ არსებულ  კამპუსებებს ისეთ ქალაქებში როგორიცაა ჩიკაგო თუ ნიუ იორკი.
გამომდინარე  ჩემი სპეციალობისა  თსუ–ში მისული მე–3 კორპუსისკენ ვიღებდი ხოლმე გეზს ძირითადად. შევდიოდი  აწ უკვე ნაფტალინდადებულ კედლებში და ვიხუთებოდი/ვიყინებოდი აუდიტორიაში. ეს პრობლემა აქ ნამდვილად არ გვაწუხებს, საბედნიეროდ კონდინციონერების სიმრავლეს ვუჩივი კიდეც და ამერიკელების ‘სიცივისადმი’ მიდრეკილების გამო გრიპიც კი ავიკიდე.
პრეზენტაციია თუ გინდა თსუ–ში გააკეთო ამის ყველაზე იოლი გზაა სურათების ამობეჭდვა და ‘მანუალ’ პრეზენტაციაა, სადაც შენი მეგობარი  შენი მითითებით ხან ერთ სურათს ჩამოატარებს აუდიტორიაში ხან მეორეს, თუმცა ეს უკეთესს შემთხვევაში.ყოველივე ეს უბრალოდ წვრილმანებია , ახლა მინდა გადავიდე ამ პოსტის მთავარ მიზანზე, ანუ იმაზე თუ : ‘ხარ თუ არა თსუ–ელი’.
ის რაც  თვალში მოგხვდებათ თუ  უნივერსიტეტს მოძებნით გუგლსა თუ სხვა საძიებო სისტემებში არის ‘ჰასკი’ – სანადირო ძაღლი თოვლიან მხარეებში,  რომელსაც ძირითადად მარხილის გასაწევად იყენებდნენ.   ჰასკი  ( ქართულ თარგმანის მითითებას არ მივიჩნევ საჭიროდ) სენ კლაუდ სთეითის სიმბოლოა და ყველა კუთხესა თუ ფანჯარაზე შეგხვდებათ. უნივერსიტეტის ბეისბოლის, ამერიკული ფეხბურთის თუ კალათბურთის გუნდებიც ჰასკის სახელით ასპარეზობენ, ბენდიც იგივე სახელს ატარებს და თეატრალური დასიც, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი არის ჰასკი, ცოდნის მარხილში გამობმული.  ყოველივე ზემოთქმული, საერთო სპორტული შეჯიბრებები, რომელიც ასეთ აღტაცებას იწვევს და აქამდე ჰაისქულის ფიმებში მენახა –  შენც გხდის  ამ სისტემის  ნაწილს, შენც ხარ ჰასკი და   ხარ სენ კლაუდის სტუდენტი, ამას გრძნობ ყველა  პროფესორის ლექციაზე და ყველა ადმინისტრაციულ კორპუს თუ შენი ჰოლის სართულის კურატორის მიერ გამოკრულ განცხადებებშიც კი…
თსუ–ში კი საპირისპიროდ მგონია, რომ ვარ  ‘კიდევ ერთი ზედმეტი სტუდენტი’, რომელიც ტვირთად აწევს უმრავლესობას (და არა ყველას)  ლექტორებიდან დაწყებული  ბიუროკრატებით დამთავრებული. იგივე შეიძლება განზოგადდეს საქართველოს უნივერსიტეტების ძირითად ნაწილზე.  უნივერსიტეტი ჩვენთან არის ადგილი სადაც მხოლოდ  რამდენიმე საათს ატარებ, იხდი მოვალეობას და მიდიხარ, უნივერსიტეტი არ არის ცხოვრების სტილი და ყოველდღიურობა, სენ კლაუდისგან განსხვავებით…
სენ კლაუდში შეგიძლია ითამაშო ტენისი, ბოულინგი, ბილიარდი, ჰოკეი, პინგ–პონგი, უყურო ფილმს კინოთეატრში და სხვა სახის ათასი გასართობით დაკავდე, ისწავლო კლდეზე ცოცვა და ნიჩბოსნობა – და ეს ყველაფერი ყოველნაირი გადასახადის გარეშე, 5 წუთის სავალზე. თსუ–ში მსგავს ფუფუნებამდე შორს ვართ..
სენ კლაუდში წიგნი მხოლოდ გარკვეულ გვერდთა რაოდენობამდე შეგიძლია  გადააქსეროქსო, მთელი წიგნი გინდა? უნდა იყიდო, ჩვენთან გელას შეუძლია უმოკლეს დროში გადაიღოს ნებისმიერი ლიტერატურა, რაც ფრიად  მოსახერხებელი და იაფია, თუმცა კი ამერიკული კანონმდებლობით საავტორო უფლებებს არღვევს.
უნივერსიტეტის კამპუსი გეხმარება უფრო დიდხანს იყო შენს მეგობრებთან ერთად,  არსებული სხვადასხვა კლუბები  (მათ შორის  ჩემდა გასაკვირად ქვიდიჩის მოთამაშეთა კლუბი და პარანორმალური საზოგადოება)   გეგმავენ ყოველკვირეულ ღონისძიებებს რაც ძირითად შემთხვაში უნივერსიტეტის სახელის წინ წამოწევას უკავშირდება.
აქ არ გჭირდება ზეპირად იცოდე ჰობსი თუ  გაეროს მიზნები, აქ მთავარია კარგად გესმოდეს რას ამბობ და ანალიტიკურად აზროვნებდე. ჩვენთან  ‘ზუბრიაჩკობა’   სენია  და კრიტიკული  აზროვნება თუ წერა  სტუდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია.
გასულ შაბათ–კვირას  ჰილჰოლი არჩევნების ჯოჯოხეთურ ცეცხლში გაეხვია აქ ყოველ  სართულსა და განაყოფს საკუთარი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი  უნდა აერჩია,  მონაწილეობა ყველას შეეძლო და  კანდიდატების სიმრავლემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, ამ ყველაფერზე მეცინებოდა, როდესაც დორმის მცხოვრებთა უმრავლესობა სრულიად სერიოზულად წარადგენდა საარჩევნო პროგრამას.  აქ ქომუნითი ყველაზე მაღლა დგას და მის განვითარებასა თუ შეცვლაში წვლილის შეტანა სტუდენტს, პოლიციელს თუ პროფესორს  საკუთარ მოვალეობად მიაჩნია..
აქ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი ნებისმიერ ადგილას მიგაცილებს თუ კი შენ გვიან მარტო სიარულის გეშინია, უნივერსიტეტიდან იოლად გააგზავნი და მიიღებ წერილებს,  სენ კლაუდის უნი არის პატარა ქალაქი ქალაქში და სწორედ ესაა კამპუსის უპირატესობა.
ვფიქრობ და არ მინდა კედლებზე დაჯღაბნილი სულელური წარწერების გარემოცვას დავუბრუნდე, ალბათ ყოველ თსუ–ს სტუდენტს  მეტნაკლებად გვაკლია მის მიმართ ლოიალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შევეცდებოდით მის უკეთესობისკენ შეცვლას.

13 thoughts on “SCSU vs TSU

  1. როგორ მესმის შენი, აბა შენ იცი, თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოიყენე 🙂 ძალიან მალე უკან დაბრუნების სურვილსაც დაკარგავ :)))
    P.S. God Bless America ❤

  2. ზოგადად: მომწონს, მომწონს ანი! აწი ამერიკული სტუდენტური კინოების ყურება აღარ დამჭირდება, შენ ნაწერებს წავიკითხავ.

    კონკრეტულად: ნუ ეს ლოჯისტიკა და ამბები ხო მაგარია, ჩვენთან უნივერსიტეტის მაგ დონეზე ორგანიზებას ბევრი ფული, დრო, ენერგია, ნიჭი და ათასი რაღაც უნდა, მაგრამ

    “აქ არ გჭირდება ზეპირად იცოდე ჰობსი თუ გაეროს მიზნები, აქ მთავარია კარგად გესმოდეს რას ამბობ და ანალიტიკურად აზროვნებდე”

    ეს მიდგომა მაინც ხო შეგვიძლია რომ დაინერგოს ჩვენ უნივერსიტრეტებში. თავისუფალ აზროვნებას და კომპლექსებისგან (mental slavery) განთავისუფლებას მოყვება შემდეგ სხვადასხვა კლუბები, გასართობები და ყველაფერი ის რაც სტუდენტს გაუხარდება რომ გააკეთოს და არ ექნება შიში ან კომპლექსი იმის რომ ‘ეს სწორი არაა’.

  3. იქაური თვითმართველობის შესახებ ორიოდ სიტყვას ხომ ვერ გვეტყოდი ანი? 🙂

  4. კი ზვიად, პირველი ზუსტად პრეზიდენტი მიესალმა სტუდენტებს გახსნისას 😉 ისე რო იცოდეე აქ ბეხბურთზე, ბეისბოლზე, კალათბურთზე და ფრენბურთზე უფრო მეტ თანხას ხარჯავენ ვიდრე სხვა რამეზე )))ხო არ გამეპროტესტებინა მაგაზე რომ ფულს ხარჯავთ წიგნებში 350 დოლარი გადავიხადე და წიგნები იყიდეთ ბიბლიოთეკისთვის ჯობიათქო??? =)) ზვიად შენ გახარებას არ გამიგრძელო რა , მეზარება კამათი 😉

  5. კი ანდრია აქ წლიური გადასახადი არის 25 000 დოლარი, და ეს განსხვავებაა ( არავინ მითხრას ცხოვრების დონე შეადარეო, ცხოვების დონესთან შედარებიდაც ბევრია ეს თანხა 😉 )

    აიი ბოლო ნაწილში კი ძალიან გეთანხმები.. ლექტორმა დამცინა როდესაც ვიკითხე ეს ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ გამოცდისთვისთქო ))

  6. აი ხომ ხედავ როგორ მიყვარხარ : )) რაც გეზარება იმაზე არ გეპალარაკები და არ გალაპარაკები : )) ძალიან გამიხარდა, რომ ისეთ გარემოში მოხვდი სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობ : )) ისიც მომეწონა, რომ კრიტიკული წერილი მიუძღვენი ჩვენს “უწმინდეს” უნივერსიტეტს : )) და საერთოდ არცერთი საწინააღმდეგო სიტყვა არ მაქვს, არცერთი : )) მხოლოდ ინტერესი გამოვხატე.. ვხვდები, რომ არ ინტერესმა არარა გარგო და ჩუმად ვარ :))

  7. კლუბები კლუბები კლუბები… ჩემი ოცნებაა : ))

  8. `ნუ ეს ლოჯისტიკა და ამბები ხო მაგარია, ჩვენთან უნივერსიტეტის მაგ დონეზე ორგანიზებას ბევრი ფული` – მგონი თსუ-ს ფულის პრობლემა არ აქვს, უფრო ნიჭში უჭირთ 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s