Home

   მაგარი გრძნობაა, როდესაც სასტუმროს/დორმის ნომრისაკენ მიათრევ ბარგს და  თან  კვდები ინტერესით ვინ იქნება ის ვისთანაც მოგიწევს მომავალი დღეების გატარება,   თუმცა ის უფრო  მაგარი გრძნობაა, როდესაც ოთახში არავინ გხვდება და შეგიძლია აირჩიო უკეთესი კუთხე და საწოლი.

  რუმმეითი არის ის ცნება, რომელმაც შეიძლება გაგილამაზოს ან მოგიწამლოს ცხოვრება,  სხვადასხვა პროგრამების სააპლიკაციო ფურცლებზე გამომჟღავნებული ლიბერალობა და  განცხადება, რომ შენ შეგიძლია  ყველასთან იპოვო საერთო ენა შეიძლება ერთ დღეს უკან  დაგრჩეს.

–        მოქმედება პირველი: სტოკჰოლმი – შორეული წარსული. 

  მეგონა რომ გამიმართლა, დიდი საწოლი ავარჩიე და პირველი მოგზაურობისაგან აღტაცებულმა დავიწყე ზედ ხტუნვა,  შემდგომ გავწიე  სხვა ქართველებისთვის თვალის შესავლებად,  რამდენიმე საათით  გავიხურე კარი, უკან მობრუნებულს  იგივე ლოგინზე მეორე ადამიანი დამხვდა, აღმოჩნდა, რომ საწოლნახევრიანი ლოგინი  შვედური წესებით ორ ადამიანზე იყო გათვლილი, მეც  ავათვალიერე ჩემი პარტნიორი  – საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, თუმცა კი საკუთარი ლოგინი მერჩივნა.  რას ვიზამდით, ზოგიერთ ჩემს მეგობარს 15 გოგოსთან ერთად უწევდა ცხოვრება, გადავწყვიტე  შევგუებოდი ბედს, ვუის ვაი ვარჩიე, და დავთანხმდი გამეზიარებინა საწოლი ესტერ კამერასთან, რომელიც გახლავთ წარმოშობით განიდან, იმ დროისთვის ნიდერლანდებში მცხოვრები.

   ორი კვირის განმავლობაში, მე და ესტერს მშვენივრად გვეძინა ერთად,  ერთ კომიტეტში გახლდით და დღე რუანდის გენოციდის, ღამე კი საბნის გარშემო ვდაობდით. ესტერის გარდა ჩვენს ოთახში კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა ერთი იტალიელი – მარტინა და მეორე  პორტუგალიელი. ერთ დღეს სასტუმროს  გამაფრთხილებელი სახანძრო  სიგნალი  ჩაირთო, მე, პორტუგალიელმა და იტალიელმა ერთმანეთს გადავხედეთ, ვიცოდით რა რომ სავარაუდოდ გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ბოლი გახლდათ ლოგინში დარჩენა ვარჩიეთ კარლავაგენზე გათოშვას,  ესტერი კი პიჟამომოგლეჯილი გავარდა გარეთ.  პიჟამოს დავაბრალოთ თუ ხანძარს სწორედ იქ შეხვდა ბრედს პირველად, და იქ დაიწყო ჩემი ტანჯვა.  ყოველ საღამო ვისმენდი ისტორიებს თუ როდის როგორ  შემოხედა ბრედმა, ვუმტკიცებდი რომ ბრედი არ იყო გეი და ყოველივე ეს ხდებოდა  ინგლისურ ენაზე.  დღეს ესტერი ისევ ბრედს უყურებს ოღონდ უკვე ქორწინების უღელში გამობმულს, სამწუხაროდ   სტოკჰოლმის მერე მისგან ფეისბუქის სტატუს აფდეითების მეტი არაფერი გამიგია..  ესტერმა წაიღო ჩემი  გულის ნაწილი,ხოლო იტალიელმა ორი საღამოს კაბა „შემთხვევით“ გააყოლა ხელს.

–        მოქმედება მეორე: ვენა,  ავსტრია  – არც თუ შორეული წარსული

   შტეფანი  ლეგენდარული პიროვნებაა,რომელსაც ყველა  ჩემი მეგობარი იცნობს. ცენტრიდან არც თუ ისე მოშორებით, მის სახლში მისვლისთანავე  გავავსე  ვაზა ჩურჩხელით და ტყლაპით, თუმცა კი  უკან დაბრუნებამდე ისევ მე თვითონ მოვუღე ბოლო.  შტეფანი მეოთახეთა ათეულიდან საუკეთესო სამეულში შეიძლება მოვათავსოთ მისი ქართული გამოცდილებით გაჯერებული ავსტრიული მასპინძლობის გამო, დილაობით  ოთახთან მხვდებოდა დღის გეგმა და ჩაი, საინტერესო ის იყო რომ გეგმას  ყოველთვის ქონდა მიწერილი პლან B, ჩემი დაგვიანების შემთხვევაში რომ უნდა მიგვემართა. შტეფანი საქართველოს ასე თუ ისე იცნობს, ბოლოს საირმეში  მოუწია წასვლა, ჩემი შეკითხვის შემდგომ თუ როგორ მოეწონა იქურობა, მოკლე და გერმანული პასუხი მივიღე – mosquitoes. ხოლო მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ ჩემი მშობლები იქ იყვნენ თაფლობის თვის გასატარებლად – გაკვირვებული მზერა.

–        მოქმედება მესამე – პრაღა, ჩეხეთი – ახლო წარსული

   აეროპორტში ჩემი ჩეხი მეგობარი დამხვდა, რომელმაც სიხარულით მიმაცილა ძევიჩკაზე განთავსებულ მასარიკოვას კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, სადაც კარგად იგრძნობოდა  ამ ქვეყნის კომუნისტური გამოცდილება, ავღნიშნე რა ეს ფაქტი მარტინმა შელახულთავმოყვარეობაგარეულად გამომხედა და პატრიოტთა ბანაკი გამახსენა, 2009 წლის ზაფხულში, რომ მოგვიწია  ცხოვრება, მეც რა დამრჩენოდა, გავჩუმდი.  ამჯერად სტელასთან ვიყოფდი ‘ნაჭუჭს'(პირდაპირი გაგებით), რომელიც სომხეთიდან იყო და   ცოტა ქართულიც იცოდა. მე და სტელაჯანმა (მოწონდა ასე რომ მივმართავდი) კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ერთი რაც ვერ გავიგე ოჯახთან მაღალ ხმაზე (უფრო ყვირილით) საუბარი იყო, რაც ჩემთვის დარჩება ამოუხსნელ ფენომენად, რომელიც მიფთხობდა ზაფხულის ღამის სიზმრებს.  ერთ  ღამეს ხრიალმა გამაღვიძა, ჯერ მეგონა  ცუდ სიზმარს ხედავდა  თუმცა რაც ხრიალს უმატა  შუქი ავანთე, ფერი არ  ედო,  ყვირილი მოვრთე და შევყარე სამეზობლო, საბედნიეროდ რამდენიმე წამლის შემდგომ სტელა ფერზე მოვიდა და მასთან ერთად მეც დამიბრუნდა შავიზღვისპირის რუჯი.

–        მოქმედება მეოთხე –ამერიკა. 

   და თუ ვიქნები გულრწფელი სწორედ დღევანდელმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა, ამერიკაში ჩამოსულს პროგრამით ამერიკელი მეოათახე  რომ მეკუთნოდა წინასწარ ვიცოდი, ველოდებოდი მის ჩამოსვლას. კატი მინესოტიდანაა, ჩამოვიდა თუ არა მაშინვე მოაწყო ოთახი ამერიკულ ყაიდაზე,  სახლიდან ჩამოტანილი  მთელი ელექტროტექნიკა საკუთარ ნახევარზე, რომ ვერ დაატია მთხოვა საწოლის შეტრიალება, მეც შევატრიალე და ახლა მაცივრის გვერდით მძინავს. თუ აქამდე მართლა მჯეროდა, რომ სამოტივაციო წერილებში ჩაწერილი ფრაზების რუმმეითებთან კულტურული გაცვლის უნიკალურ შესაძლებლობაზე, დღეს ამაში ეჭვი მეპარება. ჩვენი კულტურული გაცვლის საფუძველი ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ, გარდა 2იქს + 3 იქსი განტოლებების ამოხსნაში ჩემი გაწეული სამსახურისა. სამწუხაროდ მე კირსტენის საყვარელი  რეალითი შოუები  – იმის შესახებ თუ  საქორწინოთ როგორი კაბას არჩევენ არ მიტაცებს, თუმცა მაინც მიწევს ყურება, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ  ამერიკული სლენგს შეიძლება მივაჩვიო ყური. კირსტენის პირში ცერა თითით ძილის ხმამ სტელას ხმამაღალი საუბრები მომანატრა.  ამ პოსტის წერისასა ოთახში  საშილელი ბოლი დგას, ტოსტერის მიერ დაყენებული და წერას ხანდახან კირსტენის ბოყინი და იქსქიუზმი მაწყვეტინებს.  თუმცა მე ჩემში ყველა იმ შემწყნარებელ ხმებს  და ლიბერალურ გრძნობებს მოვუხმობ და  თავს ვაჯერებ, რომ ეს ჩემი ამერიკული გამოცდილების   ნაწილია, რომელიც  მაისამდე  გამყვება.

8 thoughts on “რუმმეითი

  1. აუუუჰ, მაგარია 😀 შტეფანზე განსაკუთრებით ბევრი ვიცინე 😀

  2. pirvli minda bodishi movixado imistvis rom chemi laptopis degeneratobis gamo qartuli shriftis uqonlobas vuchivi.
    rac sheexeba posts, am yvelaferma momandoma chemi yofili roommatebis siistvis gadamexeda. shedegad shemdeg utkuar daskvnebamde mivedi:
    1. shens amjamindel meotaxes araferi uchirs, reality showebs mainc ukurebs da turkul serialebit da simgerebit ar gimcarebs dgesa tu games.
    2. araerti akrdzalvis miuxedavad otaxshi sigarets ar gixrcholebs da arnaxul kvamlshi ar gicevs gzis gakvalva.
    3. inglisuris saocari codnis ckalobit babuinebis enaze shedzaxilebit da jestikulaciit ar gicevt urtiertoba shenc da kvela shens garshemomkops.
    4. yovel sagamo dramebs ar ackobs imito ro saxlshi kopna unda da “es sagijeti misi adgili araa”

    ver vitkvi rom kargad maxsendeba, tumca imashi unda dagetanxmo rom es amerikuli gamocdilebis nacilia, ginda tu ara mainc.
    menatrebi meeeee da kargi postia dzn.

  3. კარგი პოსტია! გავხალისდი 🙂 მე რუმმეითთან ცხოვრების გამოცდილება არ მაქვს, ჰოდა მგონი საწოლის გაყოფა და კატის მსგავსთან ცხოვრება გამიჭირდებოდა, სხვა შემთხვევებს არა უშავს 🙂
    წარმატებები

  4. ჰაჰ, რა კარგი ხარ ადამიანო. შენს მკითხველებში ჩამწერე :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s