Home

The constitution is the guide which I will  never abandon.

George Washington

1787 წლის მაისში, ფილადელფიაში, 60-მდე დელეგატი, ამერიკის 13 შტატიდან, ჩაება გაცხარებულ კამათში ახლადშექმნილი კავშირის მომავლის გადასაწყვეტად, თავიდან შეხვედრა მხოლოდ კონფედერაციის  სტატიების შესწორებას ისახავდა მიზნად, მაგრამ აქტიური დებატების შემდგომ შეხვედრა ახალი კონსტიტუციის შემქნით დასრულდა. ზოგიერთისთვის, მათ შორის პატრიკ ჰენრისთვის, ყრილობასმონარქიისკენ მიდრეკილი ვირთხის სუნი უდიოდა“, მეორენი მათ შორის ბოსტონის ჩაის სმის ლიდერი სემუელ ადამსიქრისტიანული სპარტისშექმნას ვარაუდება, სხვებს კი მკაცრად სჯეროდათ კონფედერააცის უპირატესობის.

  კონსტიტუციის ყრილობის დამსწრეებს შორის იყვნენ ძლიერი ფედერალური ხელისუფლების მომხრე ფედერალსიტი ალექსანდრე ჰამილტონი, და მათი მოწინააღმდეგენი ჯეიმს მედისონი და თომას ჯეფერსონი, რომელიც ელჩად იყო წარგზავნილი და ვერ ესწრებოდა ყრილობას. შეხვედრაზე გახლდათ ათლეტური აღნაგობის რევოლუციის გმირი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც სხდომის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ბენჯამენ ფრანკლინი, უკვე კარგად მოხუცებული, კამათში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერეოდა თუ ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა აძლევდა ამის საშუალებას.

  დამსწრეთა შორის ცოტა იყო ინტელექტუალი თუ წიგნის ჭია, უმეტესობა პრაქტიკოსი ადამიანები გახლდენ, რომლებსაც ჰქონდათ მყარი წარმოდგენა თუ როგორი სამთავრობო მოწყობა იყო საჭირო შეერთებული შტატებისთვის. სწორედ ამიტომ დავა რა წერტილში უნდა დაეშვათ მართობი ანარქიიდან ავტორიტარულ მთავრობას შორის დიდხანს გაგრძელდა. ჯეიმს მედისონმა საკონსტიტუციო შეხვედრამდე 1 წლით ადრე გადაიკითხა თომას ჯეფერსონის მიერ პარიზიდან გამოგზავნილი უამრავი წიგნი საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებიდან დაწყებული შვეიცარიის და ნიდერლანდების პოლიტიკური მოწყობით დამთავრებული. კონსტიტუციის შემოქმედები საკუთარი იდეების წყაროდ ჯონ ლოკის მეორე ტრაქტატს მიიჩნევდნენ და გამოდიოდენ პრინციპიდან, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციაში იქნა ინკორპორირებული და მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი უფლება სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწაფვის.

  სანამ მომავლის რწმენით გაჯერებული მამები პენსილვანიაში შეხვედრის ადგილის არჩევით იყვნენ დაკავებულნი, დასავლეთ მასაჩუსეტსში ვალებში ჩაფლული, მაღალი გადასახადებისგან შეწუხებული ყოფილი რევოლუციური არმიის ჯარისკაცები, ოფიცრისდანიელ შეის მეთაურობით აჯანყდნენ. მასაჩუსეტსის მთავრობამ კონსტიტუციურ კონგრესს თხოვა ჯარების გაგზავნა, თუმცა ნახა რომ შველა არც თუ ისე რეალური იყო, საკუთარ მილიციას მიუბრუნდა, მდგომარეობა არც იქ იყო კარგად. ამის შემდგომ მოხალისეთა არმიის შეგროვება დაიწყო და დაშალა აჯანყებულნი. შეის ამბოხებამ გავლენა იქონია ფილადელფიის შეკრებაზე, საჭირო იყო უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

  ლაპარაკის მოყვარულ ბენჯამენ ფრანკლინს ყოველთვის თან ახლდნენ სხვა მონაწილენი იმისათვის, რომ მის მისწრაფებას ღვინისაკენ და ისტორიების მოთხრობისკენ არ მოყოლოდა დელიკატური საიდუმლოებების გამომჟღავნება. კონსტიტუციის მამები ცდილობდნენ, როგორმე მთავრობის როლი ისე განესაზღვრად, მომავალში ტირანია ან გაერთანების დაშლა აეცილებინათ თავიდან. ჯეიმს მედისონი თვლიდა წარმომადგენლობით დემოკრატიას ანუ რესპუბლიკას, როგორც ამერიკის ტიპის სახელმწიფოსათვის მმართველობის საუკეთესო ფორმას, იგი ფედერალისტ #10–ში წერდა: „ადამიანები რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, მაშინ მთავრობა არ იქნებდა საჭირო, თუკი ანგელოზები იქნებოდენ ქვეყნის სათავეში მაშინ მთავრობის არც გარეგანი, არც შინაგანი კონტროლი არ დაგვჭირდებოდა.“ იგი უშვებდა, რომ გაერთიანების სათავეში შესაძლო იყო ისეთი მმართველის მოსვლა, რომელიც ძალაუფლების გადაჭარბებისკენ იქნებოდა მიდრეკილი და ამიტომ ხედავდა ხელისუფლების ორი სახის გადანაწილების საჭიროებას: პირველი შტატებისა და ფედერალური მთავრობას და მეორე ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლების შტოებს შორის. ფედერალისტ #45–ში მედისონი მთავრობის როლს აღწერს, როგორცმცირეს და განსაზღვრულს’.

  კონსტიტუციის შექმნის გზაზე შემოქმედები ორი გეგმით მივიდენ, ერთი იყო ვირჯინიის გეგმა, ედმუნდ რანდოლფის ვირჯინიის გუბერნატორის მიერ მიწოდებული, რომელიც ბევრ სხვა საიტნერესო პუნქტთან ერთად შეიცავდა შემდგომ ორს: ნაციონალ საკანონმდებლო ხელისუფლებას ქონდა უფლება დაებლოკა შტატების ყველა კანონი და აქტი, რომელსაც ჩათვლიდა საწინააღმდეგოდ ფედერალურ კანონმდებლობასთან, მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ საკანონმდებლო სახლის პირდაპირი არჩევა ხალხის მიერ. ის იყო გადაწყდა ვირჯინიის გეგმის ძირითად განსახილველ საკითხად გადაქცევა, რომ ნიუ ჯერსის წარმომადგენელმა, ვილიამ პეტერსონმა დამსწრეებს გააცნო ნიუ ჯერსის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფედერაციის სტატიების ცვლილებას შემდეგი გზებით: ფედერალური მთავრობის ძალაუფლებას შედარებით ზრდიდა და უცვლელს ტოვებდა შტატების ერთ ხმას კონგრესში მიუხედავათ მათი მოსახლეობის რაოდენობისა. უკანასკნელმა პუნქტმა პატარა შტატების უმეტესობის გული მოიგო და მზად იყვნენ მასზე ხელის მოსაწერად. თუმცა განხილვამ მაინც დიდხანს გასტანა, ისე რომ ბენჯამენ ფრანკლინმა შეკრებილებს მოუწოდა ყოველი სხდომა ლოცვით დაეწყოთ. საბოლოოდ 5 ივლისს, ორშაბათს, მიღწეული იქნა დიდი კომპრომისი. დიდი კომპრომისის შედეგად წარმომადგენლობითი სახლი 65 წევრით განისაზღვრა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თითეულ შტატზე, ხოლო სენატში კი ორ სენატორი შევიდოდა ყველა შტატიდან, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ წარგზავნილი. დიდი კომპრომისი წარმოადგენდა ვირჯინიისა და ნიუ ჯერსის გეგმების ნაზავს და ასევე ხაზს უსვამდა ხელისუფლების ორმაგი დაყოფის იდეას. საბოლოოდ კონსტიტუცია 17 სექტემბერს გადაიქცა შტატების უმაღლეს კანონად.

  1791 წელს ჯეიმს მედისონმა მოამზადა ცვლილებათა პაკეტი .. უფლებათა ბილი, რომელიც 10 შესწორებას შეიცავდა. ხშირად ჩნდება კითხვა თუ რატომ არ გაითვალისწინეს ეს კონსტიტუციაში თავიდანვე, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: (1) დამფუძნებლებს მიაჩნდათ ეს შტატების კომპეტენციად და არ სურდათ ამით დაეკარგათ ხელმომწერნი. (2)კონსტიტუცია ისედაც შეიცავდა უფლებების გარკვეულ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების დეკლარაცია ამაყად განაცხადებდა, ყველა ადამიანის თანასწორობას, აქ მხოლოდთეთრიადამიანები იგულისხმებოდნენ, კონსტიტუციას დიდი დაღი ესვა მონობის სახით.

  კონსტიტუციაამოწმებს, აბალანსებსდა გვაძლებს საშუალებებს, რომელიც ხელს უშლის ძალის მხოლოდ საკანონმდებლო, სასამართლო ან აღმასურებელი ნაწილის ხელში კონცენტრირებას. კონსტიტუციის პირველი მუხლის, მერვე სექციაშია ჩამოწერილია ყველა ის გადაცემული ძალაუფლება რაც გააჩნია კონგრესს და რაც ხშირ შემთხვევაში არის დავის საგანი, სექცია მთავრდება სიტყვებით, რომ კონგრესი უფლებამოსილია მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არისსაჭირო და მიზანშეწონილიდელეგირებული ხელისუფლების აღსასრულებად, ეს ნაწილი ცნობილიმიზანშეწონილი და საჭირო’ (proper and necessary clause) პუნქტის სახელით ხშირად გამხრადა კონგრესის მიერ მანიპულაციის საგანი, რათა საკუთარი ქმედებებისთვისს კანონიერი ფონი შეექმნა.

  ძლიერი მთავრობისა და დევოლუციის პერიოდები, შეერთებული შტატების პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთავრობებთან ერთად იცვლებოდა. ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ წამოწყებული ‘New Deal’ შემდგომში რეიგანის ადმინისტრაციამ დააბალანსა. კონგრესს გააჩნია სხვადახვა სახის საშუალებები მათ შორის გრანტები, დახმარებები და მანდატები, რომლებითაც ახდენს შტატების პოლიტიკაში ხელების ფათურს, და რომელმაც კონგრესს მისცა საშუალება შეზღუდული მთავრობიდან ლევიათანამდე მისულიყვნენ. თუმცა ყველა შტატს შეუძია უარი განაცხადოს თანხაზე და მას არ მოუწევს ვალდებულებების აღება. ყოველ შტატს აქვს უფლება მაგალითისთვის დაწიოს სასმელის მიღების ასაკი, მაგრამ ეს მათ უამრავი მილიონს დააკარგვინებს. მოკლედ რომ ვთქვათ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.

  ამ პოსტს დავამთავრებ კატოს ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ჯიბის კონტიტუციაზე ჩემი მინაწერით: კონსტიტუციის პირველი წინადადება ამბობს რომშეერთებული შტატების მოსახლეობა’  შემოქმედი და ინიციატორიზ~ა კონსტიტუციისა, ხალხი არის ხელისუფლების წყარო და მოვალეგააკონტროლოს ის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s