Home

  პოსტის  დაწერა   სენტ კლაუდისკენ მიმავალ  მატარებელში გადავწყვიტე,  ფანჯრიდან  უამრავ ზუსტ   გეომეტრიული ფორმებში  მოჭრილ ფერმებს,   ყანებს და ამერიკული სახლების შემყურეს  გამახსენდა ცნობილი შუა დასავლეთელი(Midwest)  მხატვრის  გრანტ  ვუდის, აწ უკვე კლასიკად  ქცეული  ნახატი  „ამერიკული  გოთიკა“,  მამა და  შვილი,  გოთიკური ფანჯრის  ფონზე, ფიწალით  ხელში და უცნაურად მკაცრი გამომეტყველებით.  პირველად  სურათი  თბილისში ხელოვნების  გაკვეთილზე  წიგნის უაზრო ფურცვლისას  შევნიშნე,  და თვალწინ ჩემი იმერელი მეზობელები წარმომიდგენ, პატარაობაში შემოდგომის არდადეგებზე  ზრდილობის გამო,  რომ მივყვებოდი  მოსავლის ასაღებად.

    ამერიკა ბევრისთვის   ცენტრალური  პარკით  იწყება და  ვარსკვლავური ხეივნით მთავრდება,  განსაკუთრებით ჩვენთან  ხშირად აღიქმევა როგორ გარყვნილების ბუდე ან  ოცნებების ქარხანა. თუმცა თუ  სენტ კლაუდისკენ  დაგებულ ლიანდაგებს მიუყვები,  კარგად  ხვდები  თუ  რამდენად  ზუსტად  აღწერს   გრანტ ვუდის ნახატი ამერიკის მიდვესტურ ცხოვრებას და  თუ  როგორ სხვანაირია ამერიკული კულტურა პატარა  დასახლებებში.

   გრანტ ვუდმა   ნახატი 1930 შექმნა,  მას შემდეგ რაც  შემთხვევით თვალი მოკრა  გოთიკურ სარკმელს ელდონში,  მის მშობლიოურ აიოვაში. „წარმოვიდგინე, რომ ასეთი ბინადრები უნდა ყოლოდა ამ სახლს“ – თქვა  ვუდმა, რომელმაც  იდეა, რომ ეს ნახატი მიდვესტური ურბანული ცხოვრების სარჟს  წარმოადგენდა   უარყო.  თუმცა ტილო ზუსტად, რომ მიდვესტური კულტურის სტერეოტიპული გამოხატვაა – ტრადიციული და მკაცრი ღირებულებების,  გარეგანი „სკანდინავიური“ სიცივის  და შრომატევადობის ნაზავს  წარმოადგენს.

  როგორიაა მიდვესტი?    მინესოტის გადმოსახედიდან რამდენიმე ძირითადი შტრიხი შეიძება გამოვყოთ:  1. რელიგია –   კვირა დილით ხშირად შეხვდებით მესაზე მიმავალ ოჯახს, სხვადასხვა მიმდინარეობის ტაძრები ხშირად  აქტიურად იღებენ მონაწილეობას  სამოქალაქო საქმიანობაში, ასევე წარმოადგენენ სოციალიზაციის კარგად საშუალებას მათი მიმდევრებისთვის. 2. ოჯახი – მინესოტაში   ცოტა  სტუდენტი თუ მეგულება  ერთი საათით დაშორებული ოჯახების  უკვე  რამდენიმე  დღით უნახაობაზე რომ არ წუწუნებდეს. ოჯახი პირველია, მერე მოდის სამსახური,  მეგობრები, უნივერსიტეტი და ასე შემდეგ.   სიმინდის ყანები და ფერმები  ალბათ  პირველია რაც  აქ ჩამოსულ ადამიანს მოხვდება თვალში, თუმცა კი უნივერსიტეტში ყოველივე  ეს  ნაკლებად იგრძნობა.

  ვუდის ნახატს ბევრი  გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა ადამიანმა  შექმნა მისი თავისებური ვერსია, მათ შორისაა გორდონ პარკსის სურათი, სადაც  ემა უატსონი, ვაშინგტონის ამერიკული ფერმების უსაფრთხოების სააგენტონს  დამლაგებელი, ცოცხით და ჩვარით, ამერიკის დროშის ფონზეა ფოტოგრაფირებული.  პარსკის  სურათი  მიმართული იყო რასობრივი დისკიმინაციის წინააღმდეგ და აჩვენებდა  გოთიკის ვაშინგტონურ მხარეს.

  ვუდმა შექმნა ახალი დანიშნულების ადგილი ტურისტებისთვის, ბევრი ადამიანი იღებს სურათს ფიწალით ხელში სახლის ფონზე. გრანტ  ვუდმა  საკუთარი მონმარტული ახალგაზრდობის გავლენით, ჩამოაყალიბა მიდვესტელ ხელოვანთა  ჯგუფი, რომლებიც  გარკვეულწილად დაუპირისპირდენ გაბატონებულ აღმოსავლური სანაპიროს .გარდა პარკსის პაროდისაა ბევრი ინდივიდუალური კრეატიული  კომპოზიცია შეიქმნა  ნახატის მიხედვით.

    ჩიკაგოში მას სკულპტურაც მიუძღვნეს მიჩიგანის ქუჩის დასაწყისში, ხელოვნების მოყვარულებს შეეძლოთ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტიდან ორიგინალის ნახვის შემდგომ მისი „გაცოცხლებული“ ვარიანტიც ეხილათ,  თუმცა ეს მხოლოდ 2010 წლის თებერვლამდე.  დღეს  აიოველი მამა–შვილის ადგილი,  მერლინ მონროლს უკავია , რომელიც ურცხვად აფრიალებს კაბას მათ  ნაკვალევზე.

        „მე უნდა  წავსულიყავი  პარიზში რომ დამეფასებინა აიოვა.“– თქვა  გრანტმა. მე კი, რომ ჩამოვართვა სიტყვა და ასე უნდა დავასრულო ეს პოსტი:  „მე უნდა ჩამოვსულიყავი მინესოტაში, რომ მენახა ამერიკა“.

3 thoughts on “American Gothic

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s