Home

დილით ჩაის დასალევად ჩასულს ერთი ნაცნობი ბიჭი შემეფეთა, ცდილობდა დავეყოლიებინე რომ  ბოტასები მეყიდა, მეც  ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფნა ვკითხე რატომ  ყიდდა ფეხსაცმელებს,  აღმოჩნდა რომ ეს ერთ–ერთი დავალება იყო მის  „საძმო“–ში გასაწევრიანებლად..

ფრათერნითი და სოროდითი ჯგუფები  ამერიკის უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. ფრატერნითი საზოგადოებები ამერიკის თითქმის ყველა კოლეჯსა და უნივერსიტეტში მოიპოვება, და სხვადასხვა პროფილი აქვთ. კლუბები ძირითადად უნივერსიტეტის კამპუსზეა განთავსებული, ზოგს „ღია მიღების“ წესი აქვს, ზოგს კიდევ საიდუმლო  პირობები; თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომელიმე მათგანს შეურთდეთ ამისთვისთვის შეიძლება საჭირო იყოს თქვენი GPA 2.5 ცდებოდეს ან შეიძლება მოგიწიოთ ერთი კვირა ფეხსაცმლის გარეშე სიარული,  და კიდევ მრავალი საოცრება; ალბათ უმეტესობას გახსოვთ ფილმი „სოციალური ქსელი“, როდესაც ერთ–ერთი მთავარი გმირი  ქათმით დადით, მსგავსი ტიპის დავალებები ფრათერნითი კლუბებისთვის დამახასიათებელია; ზოგიერთი კლუბი  უფრო მეტად აკადემიურ ხასიათს ატარებს, ხელს უწყობს სტუდენტებს დებატების უნარ–ჩვევების განვითარებაში.

საზოგადოებებს გააჩნიათ თავიანთი ემბლება,  სხვადასხვა რიტუალები.  ხოლო ბერძნული ანბანის ასოების დასახელებები მათი  სლოგანების  შიფრს წარმოადგენენ ხშირ  შემთხვევაში; მაგალითისთვის ერთ–ერთი ძველი საძმოს სახელი Phi Betta Kappa- იშიფრება როგორც “Philosophy is guide of  life”. წევრებს აკავშირებს სხვადასხვა შიდა კულტურული სიმბოლოები, მისალმებები, თუ კოდები;  ბევრს უნივერსიტეტში, მათ შორის როგორიცაა ჰარვარდი, კლუბები ემსახურებოდნენ „ელიტურობის“ შენარჩუნების იდეას.  მდიდარი ოჯახის შვილები ცდილობდნენ   ჩაკეტილი საზოგადობებით  ხაზი გაესვათ მათი წარჩინებულობისთვის.

დამიჯერეთ  თუ გოგო ხართ და fraternity–ის  შეხვედრაზე ყველანაირი წინაპირობის გარეშე მიიღეთ მოსაწვევი გამოდის, რომ იქ მხოლოდ ერთი მიზნით მიგიწვიეს..   ჩვენ ჰელოვინის ფართის ძებნაში გართულები ერთხელ რამდენიმე მეგობართან ერთად აღმოვჩნდით სენ კლაუდის გარეუბაში არც თუ ისე „დალაგებულ“ სახლში. სახლი ვითომ საიდუმლო შტაბს წარმოადგენდა, თუმცა კი მის ფანჯრებზე მიკრული „დელტა“ ნიშნები შეუმჩნეველი ორი წლის ბავშვსაც არ დარჩებოდა. დელტა საზოგადოებაში შესვლისას ველოდი სოლიდური გარეგნობის ახალგაზრდებს, როდესაც ტელეღიპუცების და ფლეიბოის კოსტუმებში გამოწყობილი სტუდენტები შემეგებენი; რომელთაც თითქოს ერთხმად აღმოხდათ: ოოჰ,  girls; ჩემმა ორივე მეგობარმა შესვლისთანავე უკან გაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ჩემი დაჟინებული თხოვნით ცოტახანი გაჩერდენ. თუ ხართ  გოგო და მითუმეტეს არა ამერიკელი   თქვენ გარშემო ტელეღიპუცების წრე იკვრება. სახლში  დიდი საგვარეულო ხეები გახლდათ კედლებზე დაკიდებული, საიდანაც მომცქირალი „ოფიციალური“ საახეები ნაკლებად თუ შეესაბამებოდენ კლუბის რეალობას.  სიტუაციამ გამახსენდა ვაჟას რომელიღაც ბოლოში, რომელიღაც ახალი წლის დღეებში რომ აღმოვჩნდი, სადაც ძირითად გასართობი „ბოყინში შეჯიბრი“ იყო… სწორედ ამიტომ სწრაფად გამოვუხურეთ კარი დელტას ტელეღიპუცებს;

2 thoughts on “ალფადან ომეგამდე

  1. sainteresoa anushka. bevr rames gaigebs adamiani, romelic amerikashi ar yofila an yofila, magram ara studfentis statusit. me siamovnebit gavecnobi momavalshic sxva chanawerebs sheni amerikuli cxovrebidan 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s